ბენ იედერი: ეს შენთვის, ჩემო "სევილია". ეს რა გუნდი გვყავს!

AutoSharing Option
"მანჩესტერთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში შეცვლაზე შესულმა "სევილიას" ფორვარდმა ვისამ ბენ იედერმა დუბლი გაიფორმა, თავისი გუნდი გათამაშების შემდეგ ეტაპზე გაიყვანა და ამაღლებულ განწყობაზე მყოფმა სიხარული ვერ დამალა:

"ვიცოდით, როგორ გაგვიჭირდებოდა ასეთ გუნდთან თამაში, რომელსაც ჟოზე მაურინიოს სახით განსაკუთრებული მწვრთნელი ჰყავს.

გვესმოდა, გატანილი გოლი რომელიმე გუნდს უკეთეს სიტუაციაში დააყენებდა. მჯეროდა, რომ გოლს გავიტანდი.

ეს შენთვის, ჩემო სევილია, ფანებისა და ჩვენი კლუბის ისტორიისათვის. ყველას ვულოცავ. ეს რა გუნდი გყვავს!"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული