ივან რაკიტიჩი "ლივერპულში" აპირებს გადაბარგებას

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია "დეილი სტარმა" გაავრცელა - ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა მოლაპარაკება აწარმოა "ლივერპულთან" და დაპირდა, რომ ყველაფერს იღონებს იმისათვის, რათა "ბარსას" ხელმძღვანელობა მის ტრანსფერზე დაიყოლიოს.

გამოცემის მტკიცებით, ივანი უკმაყოფილოა იმით, რომ ასულგრანა "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის შეძენას აპირებს და ამიტომ გადაწყვიტა გუნდის გამოცვლა.

ბლაუგრანას მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე რაკიტიჩს გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევს და მისი გაშვების წინააღმდეგია.

მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული