ზაფხულიდან გურამ კაშიას "ვიტესს" ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის

AutoSharing Option
გურამ კაშიას "ვიტესი" ამ სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს, ევროპა ლიგიდან გამოვარდა, ჰოლანდიის ჩემპიონატზე კი 24 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-7 ადგილზეა.

არნემული გუნდი ფაქტიურად "ჩელსის" ფარმ - კლუბია და "არისტოკრატები" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სისტემატურად უშვებენ "ვიტესში" იჯარით ფეხბურთელებს.

სლუცკიმ თავად უთხრა "კრილია სოვეტოვისა" და "ამკარის" ყოფილ თავდამსხმელს ევგენი სავინს, რომ "ვიტესთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი და ზაფხულიდან მუშაობას შეუდგება.

სლუცკი ადრე რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში, მერე როგორც ამბობენ, "ჩელსის" პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩმა "ჰალის" მენეჯერობა "გაუჩალიჩა", მაგრამ იქ ვერ ივარგა და გადააყენეს.
ასევე დაგაინტერესებთ