რუსი ვაიგულშემატკივრები ისევ თავხედობენ - "ატლეტიკისა" და "სპარტაკის" ფანების ჩხუბს პოლიციელი ემსხვერპლა

AutoSharing Option
ბილბაოში "ატლეტიკისა" და მოსკოვის "სპარტაკის" მატჩის დაწყებამდე ბასკმა და რუსმა ფანებმა იჩხუბეს, მათ შუშის ბოთლები და პეტარდები გამოიყენეს და წესრიგის დამყარებისას ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, რომელსაც გული გაუჩერდა.

საავადმყოფოში გადაყვანილია 5 ადამიანი (3 რუსი), აგრეთვე დაპატიმრებულია 5 გულშემატკივარი (3 რუსი).

"სან მამესის" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს 600 პოლიციელი იცავდა, ბილბაოში კი 2 500 რუსი ჩავიდა.

მოკლედ, სადაც "სპარტაკის" ვაიგულშემატკივრები მიდიან, ყველგან ჩხუბია. გუშინ მიუნხენის აეროპორტში დააპატიმრეს ძებნაში მყოფი "სახალხო გუნდის" 31 წლის ქომაგი მამაკაცი, რომელიც ბილბაოში მიფრინავდა "სპარტაკის" "მხარდასაჭერად". მან 2016
წელს მარსელში ევროპირველობაზე 51 წლის ინგლისის მოქალაქეს თავი გაუტეხა და ახლა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"სპარტაკის" ფანებმა მისთვის ადვოკატის დასაქირავებლად ფულის შეგროვება დაიწყეს, გერმანიაში რუსეთის საელჩომ კი თავიანთი მოქალაქის დაპატიმრება და საფრანგეთისთვის გადაცემა გააპროტესტა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაფიქრებაც აღარაა საჭირო რომ, რუსებს შიბლაადვოკატად დაუდგები, უყარაულე ეხლა გულისყურით ამ სტატიასაც, როგორც პუტინის და სტალინის სტატიებს ყარაულობ ხოლმე კლავიატურა მომარჯვებული დილიდან გვიან ღამდე შიბლარუსო. :DDDDDDDDდ
შიბლატროლის
12:44 23-02-2018
1
რუსოფობი არის ის ვისაც რუსები უმიზეზოდ არ უყვარს. ქართველებს კი უამრავი მიზეზი გვაქვს მათი არ ყვარების! იღებენ იმას , რაც დაიმსახურეს!
ვითომ ქართველს!
10:49 23-02-2018
2

სიახლეები პოპულარული