შოტლანდიელ მეკარეს ტრავმა ძროხამ მიაყენა

AutoSharing Option
შოტლანდიის ჩემპიონშიპის ბინადარ Queen of the South-ის 19 წლის მეკარე სემ ჰენდერსონმა ტრავმა უცნაურ სიტუაციაში მიიღო. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა კარის დარაჯს მამამისის ფერმაში ჯერ ძროხა დაეჯახა, შემდეგ კი ზემოდან გადაუარა. ამიტომ მას მხარი აქვს გასიებული.

ამის გამო სათადარიგო მეკარის გარეშე დარჩა მისი კლუბი. გუნდის ძირითადი შემადგენლობის მეკარე ტრავმირებულია, კარს კი მე-2 ნომერი ჯეკ ლაიგფილდი იცავდა.

ჰენდერსონი შოტლანდიური კლუბის მესამე მეკარედ ითვლებოდა, მაგრამ ძროხის მიერ მიყენებული ტრავმა მას ჯერჯერობით თამაშის უფლებას არ მისცემს.