"ბარსელონას" აღზრდილი ექტორ ბელერინი შესაძლოა "რეალში" გადავიდეს

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს მოსწონს "არსენალის" 22 წლის ესპანელი მცველის ექტორ ბელერინის თამაში და მის გადაბირებას შეეცდება.

ბელერინი 15 წლამდე "ბარსელონას" აკადემიაში ვარჯიშობდა და შემდეგ გადავიდა "მეთოფეებში".

Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონის 32 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბელერინს უყვარს მოდის კვირეულებზე დასწრება, გასულ თვეში ლონდონში ჩატარებულ ღონისძიებაზე მონაწილეობაც მიიღო და იქ მყოფ საზოგადოებას ასეთ ექსტრავაგანტულ ფორმაში გამოპრანჭული წარუდგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული