თორნიკე ოქრიაშვილის"კრასნოდარმა" 20 წლის, წარმოშობით ქართველი, მცველი ლეო გოგლიჩიძე სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით პირველი ლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ოლიმპიეცში" გაუშვა იჯარით.
გოგლიჩიძე როსტოვშია დაბადებული, 2014 წლიდან "კრასნოდარში" თამაშობდა, დუბლებში 67 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში.