რონალდომ "რეალის" ხელმძღვანელობას ჰარი კეინის შეძენა სთხოვა

AutoSharing Option
"დონ ბალონი" ირწმუნება, რომ "რეალის" თავდამსხმელმა რონალდომ კლუბის ხელმძღვანელობას "ტოტენჰემის" ფორვარდის ჰარი კეინის შეძენა სთხოვა.

ამავე გამოცემის მტკიცებით, ბლანკოსი ზაფხულში თავდამსხმელ კარიმ ბენზემას გაყიდის.

"სანის" ცნობით კი "სამეფო გუნდი" მზადაა "დეზებს" კეინის ტრანსფერში 268 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ამ სეზონში 24 წლის კეინმა პრემიერლიგის 26 მატჩში 23 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
268 მილიონი გირვანქა?შეცდომა მგონია.კარგად წაიკითხეთ,მაგდენი არ იქნება.
სოსო
10:23 20-02-2018
0

სიახლეები პოპულარული