"ტიანცზინ ციუანზიანი" ანდრეს ინიესტას წელიწადში 35-მილიონიან ხელფასს სთავაზობს

AutoSharing Option
ჩინეთის "ტიანცზინ ციუანზიანს" უნდა "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მიიწვიოს და წლიურ გასამრჯელოდ 35 მილიონ ევროს სთავაზობს.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ანდრესი მზადაა შეთავაზებაზე დაფიქრდეს. ოქტომბერში მან "ბარსასთან" სამუდამო კონტრაქტი გააფორმა, ოღონდ შეთანხმების მიხედვით შეუძლია სხვა გუნდში გადავიდეს.

"ტიანცზინ ციუანზიანის" მწვრთნელი ფაბიო კაპელოა, ამ გუნდის ღირსებას კი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი და თავდამსხმელი პატო იცავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული