ვატცკე: თუ აბრამოვიჩი წინააღმდეგი არ წავა, ბატშუაის კონტრაქტს გამოვისყიდით

AutoSharing Option
"ჩელსიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარით გადასულმა თავდამსხმელმა მიში ბატშუაიმ ახალ გუნდში თავი ჩინებულად წარმოაჩინა, 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და London Evening Standard-ის ცნობით, ზაფხულში გერმანული კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას შეეცდება.

მიში "არისტოკრატებმა" 2016 წელს 33 მილიონ ფუნტად შეიძინეს და ხელშეკრულება 2021 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.

"ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა, რომ ბატშუაის გუნდში დატოვება უნდათ:"იჯარით აყვანა კი არა, არამედ მისი შეძენა გვსურდა, მაგრამ "არისტოკრატები" არ დაგვთანხმდნენ. გვინდა დავიტოვოთ და თუ ლონდონური კლუბის პრეზიდენტი რომან
აბრამოვიჩი წინააღმდეგი არ წავა, მის კონტრაქტს გამოვისყიდით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული