"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარი კატა-თაგვობანას გვეთამაშებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი მესტრემ კატალონიურ "სპორტს" თავდამსხმელ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის შესახებ ესაუბრა:

"ჩვენ იმდენი ხანი ველაპარაკებოდით ნეიმარსა და მის მამას... მაგრამ ისინი არ იყვნენ გულახდილნი. ესაა ყველაზე მეტად საწყენი.

სესკის, პედროს, ალექსისის და მასკერანოს მსგავსად რომ მოსულიყო და ეთქვა წასვლა მინდაო, დავთანხმდებოდით. კატა-თაგვობანას გვეთამაშებოდა. მერე მივხვდით, რაც ხდებოდა და ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული პრემიალურების გადახდა არ ვისურვეთ.

არაფერი არ გაგვიმხილა. რომ გაემხილა, "პარი სენ ჟერმენი" უფრო იაფად შეიძენდა, ჩვენ კი დიდ ფულს დავზოგავდით და მედიაში ატეხილ ხმაურსაც თავს ავარიდებდით.

რატომ მოიქცა
ასე? მას ესმოდა, რომ აქ მესის ჩრდილში იყო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდებოდა. ამიტომ წავიდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული