24 წლის ნახევარმცველმა ლევან არველაძემ "ზორიასთან" 2.5-სეზონიანი წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში ზაფხულიდან შევა, როდესაც ამჟამინდელ კლუბთან, ჩერნიგოვოს "დესნასთან" ხელშეკრულების ვადა ამოეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
ლევანი თბილისშია დაბადებული, 13 წლიდან "დნიპროს" აკადემიაში ვარჯიშობდა, უკრაინის მოქალაქეა, ამ სეზონში იქაურ პირველ ლიგაზე 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა.