"რეალი" მზადაა ჰარი კეინის შესაძენად 450 მილიონი დახარჯოს

AutoSharing Option
ბრიტანული "ექსპრესის" ცნობით, მადრიდის "რეალი" "ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჰარი კეინის შესაძენად უკან არაფერზე არ დაიხევს და მზადაა ამისათვის მთლიანობაში 450 მილიონი ევრო დახარჯოს.

ბლანკოსმა კეინის 226 მილიონად შეძენის მზადყოფნა როგორც გამოთქვა, "დეზების" პრეზიდენტი დენიელ ლევი გუნდში დასატოვებლად ფეხბურთელს ყოველკვირეული ხელფასის 227 ათასამდე გაზრდას დაპირდა.

"სამეფო კლუბმა" კი საპასუხო სვლა გააკეთა და ჰარის ხანგრძლივვადიან კონტრაქტთან ერთად იმაზე უფრო მაღალი ანაზღაურება შესთავაზა, ვიდრე "ტოტენჰემმა".

წყარო ამტკიცებს, რომ მთლიანობაში კეინის ტრანსფერი ბლანკოსს 450 მილიონი დაუჯდება. ამაში შედის სატრანსფერო, საგადასახადო და სახელფასო  თანხა.