ქართული წარმოშობის 20 წლის თავდამსხმელმა ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატის აუტსაიდერის ახნას "ეთნიკოსის" რიგები დატოვა, რომლის მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა და ნიქოზიას "ომონიაში" გადავიდა.
ნიკოლაი რუსეთის მოქალაქეა, "ეთნიკოსში" მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებიდან შარშანწინ გადაბარგდა, კვიპროსის მიმდინარე პირველობის 17 მატჩში კი 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.