პელე კარგადაა და საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ

AutoSharing Option
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთის 77 წლის მეფე პელე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს.

ხოსე ფორნოს როდრიგესმა, რომელიც მისი ახლო მეგობარი და მრჩეველია განაცხადა, რომ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება:

"არ ვიცი, ეს ვინ მოიგონა. პელე ამ კვირაში რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრა. მგზავრობა სტრესული და დამღლელი იყო. თუმცა, ცუდად არაა. ამჟამად სახლშია და ფიზიოთერაპიის კურსს გადის".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული