ბასტიან შვაინშტაიგერი "ჩიკაგოში" დარჩა

AutoSharing Option
გერმანელი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი 2018 წლის სეზონშიც ამერიკის საფეხბურთო კლუბ "ჩიკაგოს" ღირსებას დაიცავს.

33 წლის ნახევარმცველი ამერიკის ჩემპიონატში გასულ წელს გადავიდა და ერთი სეზონიც ჩაატარა, რის შემდეგაც კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა ურთიერთშეთანხმებით, იგი MLS-ში კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს.

"ბედნიერი ვარ, რომ "ჩიკაგოსთან" შეთანხმებას მივაღწიე და ამ კლუბში კვლავ ვიასპარეზებ.

გასული წელი ჩემთვის უცნაური იყო, რადგან მე სეზონი ტიტულის გარეშე დავასრულე. თუმცა, ჩვენ საფუძველი დიდი კლუბის მშენებლობას ჩავუყარეთ და იმედი მაქვს, ჩვენი შესანიშნავი ფანების მხარდაჭერით, 2018 წელს უფრო ძლიერად ვიასპარეზებთ.

ეს ქალაქი
ძალიან მიყვარს. მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს და ახალ გამოწვევებს", - აღნიშნა შვაინშტაიგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული