მახინჯი ვარ, მაგრამ... - რონალდინიოს საუკეთესო ფრაზები

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ ამბავი საზოგადოებას მისმა ძმამ გააცნო.


გთავაზობთ რონალდინიოს საუკეთესო ფრაზებს.

- რონალდინიოს იმიტომ მეძახდნენ, რომ ბრაზილიის ნაკრებში უკვე იყო სხვა რონალდო.

- ცხოვრებას ვსწავლობდი, ხოლო ფეხებში საფეხბურთო ბურთი მქონდა.

- მახინჯი ვარ, მაგრამ იმას, რასაც ვაკეთებ, თავისი ხიბლი აქვს.

- იცით, რა მომეწონა ყველაზე მეტად, როცა კოლეჯის ერთ მატჩში 23 გოლი გავიტანე? ეგრევე პოპულარული გავხდი.

- ღ
მერთი თითოეულ ადამიანს აძლევს ნიჭს - ზოგს ცეკვის, სიმღერის, ხოლო მე ფეხბურთის თამაშის ცოდნა მომცა, საიდანაც მაქსიმუმს ვწურავ.

- "ბარსელონაში" ბევრს ჰქონდა სექსი მატჩამდე, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც ხელს გვიშლიდა, პირიქით, ეს გვაბედნიერებდა.

- არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ. უბრალო რამეს შეუძლია დაგარწმუნოს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია.

- ფეხბურთი სიხარულზე, დრიბლინგზეა დაფუძნებული. მიყვარს, როცა ამ თამაშს ვალამაზებ.

- შემიძლია ადამიანები გავაბედნიერო და თავადაც ბედნიერი ვიყო.

- ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ.

- ალბათ, კრიშტიანო რონალდო იმდეგაცრუებულია - რთულია მესისთან ერთ ეპოქაში ცხოვრება.

- ბურთის გარეშე მკვდარი ვარ.

- ჩემი საუკეთესო გოლი "ბარსელონაში" "ვილიარელთან" 2006 წელს გამართულ მატჩში გავიტანე, როცა ბურთი მკერდით გავიჩერე და "მაკრატელათი" გავიტანე.

- ოდესღაც მესი თავის ტახტს დათმობს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
უდიდესი სიამოვნება იყო რონალდინიოს ფეხბურთის ყურება,მე პირადათ მიმაჩნია,რომ ამ დონის ტეხნარი ჯერ ფეხბურთს არ ყოლია.
sake
19:44 17-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული