"ეშტორილისა" და "პორტუს" შეწყვეტილი მატჩი 21 თებერვალს ჩატარდება

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ეშტორილი" სახლში პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს უგებდა "პორტუს", შესვენებისას კი 8-ათასიანი სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას ბზარი გაუჩნდა და  ნგრევა დაიწყო, გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ და თამაში აღარ განახლებულა.

რამოდენიმე ადამიანმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, სერიოზულად კი საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა.

A Bola-ს ცნობით, შეხვედრა 21 თებერვალს განახლდება, მის ფორმატზე ჯერ არაფერს არ იტყობინებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული