Sky Sport: რაიან გიგზი უელსის ნაკრებს უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, რაიან გიგზი სამშობლოში დაბრუნდება და უელსის ნაკრებს ჩაიბარებს.

"მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

უელსის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური კრის კოულმენის წასვლის შემდეგ გახდა, რომელმაც ჩემპიონშიპის ბინადარ "სანდერლენდში" გადაინაცვლა.

გიგზს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია. იგი ლუის ვან გაალის "მანჩესტერში" მწვრთნელობის პერიოდში ჰოლანდიელი სპეციალისტის ასისტენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, უელსის ნაკრები ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული