ზინედინ ზიდანი: ჩვენი სიტუაცია მძიმდება

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-19 ტურში "ვილიარეალთან" დამარცხების შემდეგ, კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:

"საქმე ისაა, როდესაც გოლი ვერ გაგაქვს, პრობლემა გექმნება. ასეთი შედეგი არ დაგვიმსახურებია. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.

ბურთს ჯიუტად არ უნდოდა მოწინააღმდეგის კარში შესვლა. მომენტებს რეალიზება სჭირდება. უკანასკნელ ხანს მსგავსი რამ ხშირად გვემართება. ჩვენი სიტუაცია მძიმდება. არ უნდა დავნებდეთ, მუშაობის გაგრძელება გვმართებს.

გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, ბურთი კი მეტოქის კარში ვერ შევაგდეთ. ამას ვერ ავხსნი. წარუმატებელი სერია გვაქვს, თუმცა ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ. ეს მტკივნეულია. ყოველ
შემდგომ მატჩზე ვფიქრობთ და არა მთლიანად ჩემპიონატზე".