ზაურ მახარაძე: ყოველ მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" 24 წლის მეკარე ზაურ მახარაძე ოდესაშია დაბადებული, გუნდის კაპიტანია, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა და მიუხედავად თავისი გუნდის საკადრო პრობლემებისა, ჩემპიონატის წარმატებით დასრულების იმედი აქვს:

"რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დაკარგვა სასიამოვნო არაა. ყოველ 6 თვეში რომელიმე წამყვანი მოთამაშე მიდის გუნდიდან. მოკლედ, ამას უკვე მივეჩვიეთ. მათ წარმატებებს ვუსურვებთ. ამ ბიჭებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ახლა შეკრებაზე კარგად უნდა ვივარჯიშოთ და შევთამაშდეთ.

ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იქნება. პირველ ექვსეულში მოსახვედრად ყოველ მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული