მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა ტევესმა სამშობლოში დაბრუნება არჩია

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ შარშან დეკემბერში "ბოკა ხუნიორსიდან" ჩინეთის "შანხაი შენხუაში" გადასულ 33 წლის  არგენტინელ თავდამსხმელს კარლოს ტევესს ყოველწლიურ გასამრჯელოდ 40 მილიონი ევრო დაუნიშნეს, მაგრამ ვერ ივარგა, სექტემბერში წონაში მოიმატა და საერთოდ არ ათამაშებდნენ, მერე ერთ თვეში წონაში დაიკლო, მაგრამ სახეიროდ მაინც ვერ იასპარეზა და სამშობლოში დაბრუნება უნდოდა.

"კლარინის" ცნობით, კარლოსი ვერ შეეგუა აზიური ცხოვრების წესს, ურჩევნია სამშობლოში უკეთ გაერთოს, დღეს ჩინურ კლუბთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ორშაბათს "ბოკაში" დაიწყებს ვარჯიშს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული