ხამეს როდრიგესი პორნოვარსკვლავებთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს

AutoSharing Option
როგორც ადრე გაუწყეთ, მიუნხენის "ბაიერნის“ კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მეუღლეს, 24 წლის დანიელა ოსპინას გაშორდა, რომელთან ერთადაც ექვსი წელი იცხოვრა და ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავთ. გეცოდინებათ, დანიელა ლონდონის "არსენალის“ კიპერის დავიდ ოსპინას დაა და ადრე თავისი ქვეყნის ფრენბურთელთა ნაკრებში თამაშობდა.

დანიელა ამბობს, რომ ერთმანეთზე ნაწყენები არ არიან, მეგობრებად დარჩნენ, გაშორების მიზეზი კი ის არის, რომ გერმანიაში არ სურდა გადაბარგება. თუმცა, როგორც ამტკიცებენ, ხამესს რომანი აქვს მოდელ ჰელგა ლავკატისთან და ოჯახის დანგრევის ნამდვილი მიზეზი ესაა.

"ბილდის" ცნობით კი, ხამესს სოციალურ ქსელში
მიმოწერა აქვს პორნოვარსკვლავებთან, 39 წლის ამერიკელ კეანდრა ლუსტთან და თანამემამულე, 34 წლის ესპერანსა გომესთან.

ესპერანსა ამბობს, რომ ხამესს კარგად იცნობს, მაგრამ მორცხვია და "მონაკოს" თავდამსხმელთან რადამელ ფალკაოსთან ურჩევნია ურთიერთობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული