ბელგიელმა გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელად ედენ აზარი აღიარეს
ბელგიელმა გულშემატკივრებმა გამოკითხვა ჩაატარეს და გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარი მიიჩნიეს, მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ჰავბეკი კევინ დე ბრიუნე გავიდა, ხოლო მესამეზე "მანჩესტერის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ.