ემანუელ ადებაიორმა ძმის შვილი იშვილა

AutoSharing Option
ისტანბულის "ბეშაკშეხირის“ 33 ტოგოელმა თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა, რომელიც მუდამ იმაზე ჩიოდა, რომ ოჯახის წევრები სულ ფულს სთხოვდნენ და ამის გამო კინაღამ თავი მოიკლა, თავისი გარდაცვლილი ძმის შვილი იშვილა.

„ვინც მე მიცნობს, იცნობდა ჩემს უფროს ძმას პიტერს, რომელიც ჩვენთან აღარ არის. ეს მისი შვილია. დღეს ის ოფიციალურად გახდა ჩემი შვილი. ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჟუნიორ ემანუელ ადებაიორი - ჩემი პირველი შვილი“,-დაწერა ემანუელმა ინსტაგრამზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული