ლუის სესარ მენოტი: ყოველთვის მანცვიფრებდა ლეო მესის თამაშის უბრალოება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუის სესარ მენოტიმ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა "ბარსელონას" თავდამსხმელის ლეო მესის და "რეალის" ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს შესახებ:

"მესი - ანგელოზია. რონალდომ იმისათვის, რათა თავი შეგვახსენოს, მუდამ გოლის გატანა ესაჭიროება. მესის კი ამისათვის გოლები არ სჭირდება, რამეთუ ის ძალზედ მნიშვნელოვანია თამაშის წარმართვისას.

გარდა გენიალურობისა, რაც ყოველთვის მაკვირვევდა, ყველაზე მეტად მანცვიფრებდა მისი თამაშის უბრალოება. ლიონელი მუდამ გუნდზე თამაშობს.

ლეო შეიძლება ბურთს 3 წუთი არ შეეხოს, თუმცა ყოველთვის მზადყოფნაშია, შემდეგი სვლა უკვე მოფიქრებული აქვს".