"ოქროს ბურთის" მფლობელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა

AutoSharing Option
"ჩელსის", "მონაკოს", "მანჩესტერ სიტის" და "მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, 1995 წლის"ოქროს ბურთის" მფლობელმა ჟორჟ ვეამ ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

ოქტომბერში ჩატარებულ პირველ ტურში ვეამ ამომრჩეველთა 68.4%-ის ხმა მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბოკაიმ 28.8%. მეორე ტური ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა შედეგები უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ვეა ლიბერიის პრეზიდენტობაზე ადრეც იყრიდა კენჭს. 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვეამ პირველ ტურში ხმების 28% მიიღო, თუმცა მეორე ტურში ელენ ჯონსონ-სერლიფთან დამარცხდა, რომელიც აფრიკის ისტორიაში პირველი
ქალი პრეზიდენტი გახდა.

ის 2014 წელს ქვეყნის სენატში აირჩიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული