ხორხე სამპაოლიმ საგზაო პოლიციელის შეურაცხყოფისათვის ბოდიში მოიხადა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ბუენოს აირესიდან 360 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კასილდიში ქალიშვილის ქორწილში დათვრა და როდესაც მისი ავტომობილი საგზაო პოლიციამ გააჩერა, ოფიცერს იდიოტი უწოდა და უთხრა, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება 100 პესოა.

ეს ამბავი გახმაურდა და როდესაც ხორხე გამოფხიზლდა, მიხვდა, რაც ჩაიდინა და ბოდიში მოიხადა:

"ვნანობ, რაც მოხდა. კამათისას გავცხარდი და ვთქვი ის, რაც ჩემს შეხედულებებს არ შეესაბამება. მართალი არ ვიყავი. ხელფასი არ განსაზღვრავს ადამიანის რაობას. ცუდი მაგალითისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი".

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ოფიცერს პირადად მოუხდის ბოდიშს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული