რა უნდა აჩუქოთ ფეხბურთის ქომაგს ახალ წელს?

AutoSharing Option
ახალი წელი მოდის და ყველა ვიწყებთ საჩუქრების შერჩევას. რა უნდა აჩუქოთ ფეხბურთის ქომაგს? გთავაზობთ შესაძლო არჩევანის საუკეთესო ვარიანტებს.

წიგნი: ბევრი საფეხბურთო წიგნია უკვე ქართულ ენაზე ნათარგმნი, რომელთა ძირითადი ნაწილი მემუარებია. თუ თქვენი ახლობელი ფეხბურთით სიღრმისეულად არის დაინტერესებული, მაშინ "პირამიდის გადმობრუნება, ფეხბურთის ტაქტიკების ისტორია" აჩუქეთ. შესაძენად გადადით ბმულზე

საფეხბურთო ფილოსოფიით დაინტერესებულებისთვის კი "ალექს ფერგიუსონი - ჩემი ავტობიოგრაფია" გამოგადგებათ. შესაძენად გადადით ბმულზე

Sportall.Ge

თუ ფეხბურთელების მემუარებს გადაწყვეტთ, იდეალურია ანდრეა პირლოს "ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ" (შესაძენად გადადით ბმულზე) ან დევიდ ბექჰემის "ჩემი მხრიდან" (შესაძენად გადადით ბმულზე).

Sportall.Ge

ხოლო, თუ პატარა ბავშვს ჩუქნით - იდეალურია "ფეხბურთის წესები" აჩუქოთ, რომელსაც დისკი მოჰყვება. შესაძენად გადადით ბმულზე

Sportall.Ge

ბურთი: ამ შემთხვევაშიც ორი ვარიანტია: თქვენს ახლობელს ან საკოლექციოდ უნდა აჩუქოთ, რომელსაც თაროზე შემოდებს, ან სათამაშოდ, რომელიც დატვირთვას გაუძლებს და ასეთ შემთხვევაში სტანდარტია, რომ იდეალური ბურთი უნდა იწონიდეს არაუმეტეს 450 გრამისა და არანაკლებ 410 გრამისა, მასში ჰაერის წნევა არის 0.6 - 1.1 ატმოსფერო.

Sportall.Ge

საფეხბურთო ფორმა:
წინ ძალიან საინტერესო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი გველოდება და შეგიძლიათ საყვარელი კლუბის ფორმა შეურჩიოთ, ან სულაც გავუსწროთ მოვლენებს და ნახევარი წელი რჩება მსოფლიო ჩემპიონატამდე, ხოლო ძალიან ბევრმა ნაკრებმა ფორმაში ცვლილებები შეიტანა და შეგიძლიათ ახალ წელს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთოთ. იტალიის ან ჰოლანდიის ფორმას ნუ აჩუქებთ ამ მიზნით, უფრო გულს გაუტეხთ, ვიდრე გაახარებთ.

Sportall.Ge

მატჩის ბილეთები: ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლა უფრო ვრცელ არეალს გვაძლევს სამოგზაუროდ, ხოლო ზამთრის მიწურულს და გაზაფხულის დასაწყისში ყველაზე იაფია მოგზაურობა. თუ თქვენი ახლობელი სადმე წასვლას გეგმავს, შეგიძლიათ მიზანი უფრო გაუმარტივოთ და აჩუქოთ საყვარელი კლუბის მატჩზე დასასწრები ბილეთი, მით უმეტეს, ამის ყიდვა ინტერნეტითაც შეიძლება.

აქვე აღვნიშნავ, რომ "ბეშიქთაშს" განმეორებით შეხვედრაში "ბაიერნი" სტამბულში ესტუმრება, ხოლო თუ თქვენი მეგობარი გერმანული კლუბის ქომაგია, მშვენიერი საჩუქარი გამოგივათ, რადგან სტამბულამდე ყველაზე იაფია.

Sportall.Ge

ასაწყობი მოედნები: სათამაშოების მაღაზიაში ამ საჩუქარს მიაგნებთ, ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე ცნობილი სტადიონების ასაწყობი კონსტრუქციები გამოჩნდა. თქვენ შეგიძლიათ თქვენივე ხელით დააპროექტოთ "ოლდ ტრაფორდი" ან "სტემფორდ ბრიჯი".


Sportall.Ge

ბრენდირებული პროდუქცია: თქვენ შეგიძლიათ აჩუქოთ საჩუქარი სასურველი გამოსახულებით, რომელიც წარმოდგენილია: პოსტერად, მაისურზე, ჭიქაზე, ბრელოკზე, კალამზე და ა.შ.

Sportall.Ge


ყველაზე იდეალური საჩუქარი: ფეხბურთის ქომაგს ყოველთვის აქვს სურვილი, რომ იყოს საფეხბურთო მოვლენის მონაწილე. ამას კი საუკეთესოდ ან სტადიონზე გრძნობს, ან სათამაშო კონსოლთან. თუ თქვენ შესაბამისი ფინანსები გაქვთ: სათამაშო კონსოლი, ორი ჯოისტიკი და ერთი "ფიფა 18"-ის ან "პეს 2018"-ის დისკი დაგეხმარებათ მისი საახალწლო სურვილების ასრულებაში.

P.S სტატიის ავტორიც დიდი სიამოვნებით იჩუქებდა ერთგული მკითხველისგან :)
Sportall.Ge

შემდეგ ნაწილში იხილავთ, თუ რა საჩუქარი გაუხარდებათ რაგბის ფანებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საიტმა რომდამასაჩუქროს არცმეარვიტყოდი უარს :დ
0

სიახლეები პოპულარული