ლვოვის "კარპატის" პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული

AutoSharing Option
როგორც უკვე გაუწყეთ, 18 აგვისტოს ლვოვი-კრაკოვეცის ტრასაზე საფეხბურთო კლუბ ლვოვის "კარპატის" პრეზიდენტის, ბიზნესმენ პიოტრ დიმინსკის "მერსედესი" "ოპელის" მარკის ავტომობილს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად "ოპელის" მძღოლი, 26 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველებმა შეამჩნიეს, რომ დიმინსკი "მერსედესიდან" უკან მიმავალ დაცვის მანქანაში გადაჯდა, დანაშაული კი საკუთარ თავზე დაცვის 43 წლის თანამშრომელმა აიღო. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავე დიმინსკია, რომელიც ჟენევაში გაემგზავრა და უკან არ დაბრუნებულა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმალვაში მყოფ "კარპატის" პრეზიდენტზე ძებნა გამოაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული