რენატუ სანშეში ნაახალწლევს ალბათ, "ბაიერნში" დაბრუნდება

AutoSharing Option
შარშან ლისაბონის "ბენფიკადან" 35 მილიონ ევროდ შეძენილმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა რენატუ სანშეშმა ვერ გაამართლა იმედები და მიუნხენის "ბაიერნმა" ერთსეზონიანი იჯარით "სუონსიში" გაუშვა, მაგრამ ვერც იქ ვარგობს და არც უელსურ გუნდს უნდა მისი გაჩერება და არც "რეკორდმაისტერს" არ აწყობს თავისი ფეხბურთელის უთამაშებლობა, რომელმაც მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ამიტომ მხარეებმა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება გადაწყვიტეს. სანშეშს "ბაიერნი" ან დუბლებში გაამწესებს და ან კიდევ სადმე გაუშვებს იჯარით.

რენატუს მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული