მესუთ იოზილი შეიძლება ნაახალწლევს "ბარსელონაში" გადაბარგდეს

AutoSharing Option
ნახევარმცველ მესუთ იოზილს ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, "ბარსელონაში" გადასვლა უნდა და სანამ თავისუფალი აგენტი გახდება, "მეთოფეებს" მისი გაყიდვა აწყობთ.

Diario Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი ერკუტ სეგუტი რამდენიმე დღის წინ შეხვდა "ბარსას" წარმომადგენლებს, მოლაპარაკებები გამართა და უთხრა, რომ "კანონირები" თანახმანი არიან, მისაღებ ფასად გაყიდონ.

ამ სეზონში პრემიერლიგის 13 მატჩში მესუთმა 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული