იკერს არ ათამაშებენ - კასილიასს "პორტუდან" წასვლა სურს

AutoSharing Option
"პორტუს" მეკარე იკერ კასილიასი გუნდს ამ ზამთარს დატოვებს.

36 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში "დრაკონების" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

ესპანელი აპირებს, ახლო მომავალში კლუბს წასვლის შესახებ აცნობოს.

კასილიასი, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს, "პორტუში" დარჩენის ვარიანტს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს.

ოქტომბერში კასილიასს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, სერჟიუ კონსეისაუსთან კონფლიქტი მოუვიდა. მას შემდეგ ის მოედანზე ერთხელ გამოჩნდა.

მომზადებულია A Bola-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული