''ალ ჯაზირას'' მწვრთნელი: მოურინიოს ავტობუსები გვესაჭიროება

AutoSharing Option
''ჩემპიონთა ლიგის'' მოქმედი გამარჯვებული მადრიდის ''რეალი'' დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება.

''სამეფო კლუბი'' ნახევარფინალურ შეხვედრაში ''ალ ჯაზირას'' თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჰენკ ტენ კატემ კი პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს შესახებ იხუმრა.

''როგორ დავამარცხოთ "რეალი"? ჩვენ ჟოზე მოურინიოს მინიმუმ სამი ავტობუსი დაგვჭირდება.

თუ პორტუგალიელი ორ ავტობუსს თავად დაგვიმატებს, კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

ხუმრობის გარეშე კი, ''რეალის'' დამარცხება წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა ოცნების უფლება ყველას აქვს'', - აღნიშნა ტენ კატემ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული