ერნესტო ვალვერდე: მოუთმენლად ველით "ჩელსისთან" შეხვედრას

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ დღეს ნიონში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის კენჭისყრა ასე შეაფასა:"ველოდით, რომ ძლიერი მეტოქე მოგვიწევდა და სწორედ ასე მოხდა. "ჩელსისთან" დუელს მოუთმენლად ველით. საინტერესო მატჩები იქნება.

"არისტოკრატებს" კარგი, ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად გამართული გუნდი ყავთ, მისი ფეხბურთელებიდან კი ექსტრა-კლასის ედენ აზარს გამოვყოფდი. ის რგოლების შემაკავშირებელიცაა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზეც შეუძლია შეხვედრის ბედის გადაწყვეტა. ალვარო მორატა კი სისწრაფით გამოირჩევა".

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 20 თებერვალს ლონდონში ჩატარდება, ხოლო განმეორებითი 14 მარტს ბარსელონაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული