ეგორ ტიტოვს რუსების უაზრო ოპტიმიზმი აკვირვებს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ეგორ ტიტოვმა ეჭვი გამოთქვა, რომ მათი ეროვნული გუნდი ეგვიპტეზე უფრო ძლიერია, რომელთან ერთადაც ერთ ჯგუფში მოხვდნენ:

"მაპატიეთ, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ ეგვიპტეს მოვუგებთ? რატომ მიაჩნია ჩვენი სპეციალისტების და გულშემატკივრების უმეტესობას, რომ გაგვიმართლა, რადგან ეგვიპტეს ვხვდებით? ჩვენ რა, სისტემატურად ევროპა ლიგის ფინალში და კონტინენტის პირველობის პლეი-ოფში ვთამაშობთ? მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ. მე ეს მაკვირვებს. ასე ვთქვათ: ამ ჯგუფიდან გასვლის არანაირი გარანტია არ არსებობს. ეს კიდევ რბილადაა ნათქვამი, ყველაფერი შეიძლება უარესად მოხდეს.

ამიტომ, მართალი გითხრათ, ოპტიმისტურად არა
ვარ განწყობილი. "ენფილდზე" "სპარტაკის" თამაშმა კი შემაშფოთა. "სპარტაკში" ხომ ნაკრების ფეხბურთელები ასპარეზობენ. სწორედ ასეთ მატჩებში გამოჩნდება ხოლმე ფეხბურთელთა კლასი. "ლივერპულს" კარგი მოთამაშეები ყავს, მაგრამ არ ყავს მესი და რონალდო. აი, ასეთი ოპტიმიზმი მანადგურებს. მუნდიალზე ყველაზე მაღალი დონის, მოტივირებული ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. "ლივერპულთან" გავნადგურდით (0:7), მაშ რა შეიძლება დაგვემართოს მსოფლიოს ჩემპიონატზე?"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული