რონალდო მეხუთე "ოქროს ბურთზე": მინდა საუკეთესო ვიყო

AutoSharing Option
მეხუთე "ოქროს ბურთის" გადაცემის შემდეგ, მარდიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სეფესიტყვა წარმოთქვა:

"ეს ჩემს კარიერაში ემოციური მომენტია. ამას ძალიან დიდი ხანია ველოდი. ჩვენ ყველასგან რაღაცას ვსწავლობთ. ერთი სიამოვნებაა ფერგიუსონთან, ანჩელოტისთან, ზიდანთან და სანტუშთან მუშაობა.

მწვრთნელი გუნდის ლიდერია, პატივი უნდა სცე. ისინი ჩემთვის სამაგალითონი იყვნენ და ამიტომ ვიმარჯვებთ. მადლობას ვუხდი ყველა ყოფილ მწვრთნელს და პარტნიორს, "რეალის" პრეზიდენტს, ჩემს ოჯახს. მინდა საუკეთესო ვიყო.

მომწონს როგორ თამაშობს ჩემი შვილი. ის რაღაცნაირად განსაკუთრებულია. თუმცა, მასზე ზეწოლას არ ვახდენ. ჯერ ძალიან პატარაა.

დაჯილდოება დიდებული იყო.
მართალია ციოდა, მაგრამ ეგ არაფერია.

"რეალში" თავს ბედნიერად ვგრძნობ და ამ გუნდში მსურს კარიერის დასრულება.

რას ვინატრებ საშობაოდ? კიდევ ერთ შვილს... არა, ვხუმრობ. შვიდი "ოქროს ბურთი" მინდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული