პეტერ ბოში: "ოქროს ბურთს" რონალდოს კი არა პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადავცემდი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მადრიდში "რეალს" ორი გოლი გაუტანა, ევროტურნირებზე 27-ე გოლი მიითვალა, თანაგუნდელ მარკო როისს გადაასწრო და ამ მაჩვენებლით გუნდის რეკორდსმენი გახდა.

შეხვედრის შემდეგ "ბორუსიას" მწვრთნელმა პეტერ ბოშმა განაცხადა, რომ ყველა რონალდოს თამაშით ტკბება, ის შეტევაში ძალიან აგრესიულია, მაგრამ მისი ნება რომ იყოს, "ოქროს ბურთს" ობას გადასცემდა.

შეგახსენებთ, ამას წინათ ბარსელონაში წასვლის და ვარჯიშზე 20 წუთის დაგვიანების გამო ობამეიანგი დასაჯეს და ერთ მატჩში მონაწილეობა არ მიაღებინეს.

პიერ-ემერიკისთვის სიკვდილის წინ ბაბუას უთხოვია, ხომ
იცი, "რეალის" დიდი გულშემატკივარი ვარ და მაგ გუნდში უნდა ითამაშოო. მას ძალიანაც სურდა ბლანკოსში გადასვლა, მაგრამ ვერ შეუსრულა ბაბუას თხოვნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული