კარლოს ტევესს 40 მილიონს უხდიან, ერთ წელიწადში 4 გოლი გაიტანა და სახლში უნდა დაბრუნება

AutoSharing Option
33 წლის არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ზამთარში გადავიდა "ბოკა ხუნიორსიდან" ჩინეთის "შანხაი შენხუაში", ყოველწლიურ გასამრჯელოდ 40 მილიონი ევრო დაუნიშნეს, მაგრამ ვერ ვარგობს. სექტემბერში წონაში მოიმატა და საერთოდ არ ათამაშებდნენ, მერე ერთ თვეში წონაში დაიკლო, მაგრამ სახეიროდ მაინც ვერ თამაშობს, მთელ წელიწადში 17 მატჩში ოდენ 4 გოლი გაიტანა და სამშობლოში უნდა დაბრუნება.

Tycsports-ის ცნობით, კარლიტო ვერ შეეგუა აზიური ცხოვრების წესს და მალე კვლავ "ბოკაში" ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული