22 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურებისათვის რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

AutoSharing Option
"რეალის", "მანჩესტერ სიტისა" და "მილანის" ყოფილ თავდამსხმელს, 33 წლის რობინიოს, რომელიც ამჟამად "ატლეტიკო მინეიროში" თამაშობს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ინციდენტი 2013 წლის 22 იანვარს მილანის ერთ-ერთ დისკოთეკაზე მოხდა, სადაც ფეხბურთელმა 5 სხვა პირთან ერთად 22 წლის ალბანელი გოგონა გააუპატიურა.

თუმცა, რობინიოს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტოს და სანამ სააპელაციო პროცესი არ დასრულდება, განაჩენი ძალაში ვერ შევა.
ტეგები: