არგენტინის ნაკრები იტალიას აღარ ეთამაშება

AutoSharing Option
მომავალი წლის 23 მარტს ბაზელში ამხანაგურ მატჩში არგენტინისა და იტალიის ნაკრებები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ სამხრეთამერიკელებმა თამაშზე უარი განაცხადეს.

ITASportPress-ის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ სკუადრა აძურა მუნდიალზე ვერ გავიდა და ალბისელესტეს უნდა პოტენციურ მეტოქეებს წაესპარინგოს.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ამის თაობაზე ოფიციალურად აცნობა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას.
ასევე დაგაინტერესებთ