უელსის ნაკრებს ანრის, გიგზს ან ბელამის ჩააბარებენ

AutoSharing Option
როგორც იცით, მწვთნელმა კრის კოულმენმა უელსის ნაკრები დატოვა და ჩემპიონლიგის აუტსაიდერი "სანდერლენდი" ჩაიბარა.

"მირორის" ცნობით, კოულმენის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება. პირველი ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრია, რომელიც ამჟამად ბელგიის ეროვნული გუნდის თავკაცის რობერტო მარტინესის ასისტენტია და უელსური ფეხბურთის ლეგენდები რაიან გიგზი და კრეიგ ბელამი.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას საჩქაროდ არა აქვს საქმე, რადგან უახლოეს  მატჩს ნაკრები მარტში ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული