„მანჩესტერის“ ყოფილი ფეხბურთელი მღვდელი გახდა

AutoSharing Option
ფილიპ მალრინი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიის აღზრდილია, ნახევარმცველი იყო, მაგრამ მაშინ გუნდში დევიდ ბექჰემი, პოლ სკოულზი, ოლე გუნარ სულშერი, ენდი კოული, რობი კინი და ნიკი ბატი თამაშობდნენ და ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი.

ამიტომ „ნორვიჩში“ გადავიდა, შემდეგ „კარდიფსა“ და „ლეიტონში“ ასპარეზობდა, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 2007 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოაკონწიალა და ცნობილ მოდელთან ნიკოლ ჩემპენთან ცხოვრობდა.

შემდეგ მასაც და ყველაფერ სხვასაც თავი მიანება და რომში პაპის ირლანდიურ კოლეჯში დაიწყო სწავლა, შარშან კათოლიკური ეკლესიის დიაკვნად, წელს ზაფხულში კი
მღვდლად აკურთხეს. პირველი წირვა 10 ივლისს ბელფასტის წმინდა ოლივერ პლუნკეტის ეკლესიაში ჩაატარა.

მალრინმა „ტაიმსის“ ჟურნალისტს მოკლე ინტერვიუ მისცა და შემდეგი განუცხადა:“შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, შვილო ჩემო. მქონდა ყველაფერი, რასაც კი მოვისურვებდი. წელიწადში 3-4 ძვირფას ავტომობილს ვიცვლიდი. მიყვარდა კარგი ქალები და ღამის კლუბები. ერთ მშვენიერ დღეს დავიღალე, რაღაც სიცარიელე ვიგრძენი. საკუთარ თავს ვკითხე, ფილიპ, კი მაგრამ, რად გინდა ყოველივე ეს? და დავადექი ჭეშმარიტ გზას“.

მალრინი ახლა დუბლინის რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Witeli eshmaki uplis gzas daadga..
Laio
03:46 19-11-2017
0
Maladec pilip. Msangar req
Bebeto
01:21 19-11-2017
0

სიახლეები პოპულარული