პლუს-მინუსების ამწონ-დამწონავ ფეხბურთელს აღნიშნულ თემაზე ამჯერად "სპორტ ექსპრესი" გაესაუბრა.
- ადრე თქვით, რომ რუსეთის ნაკრებში თამაშის გამო საქართველოში მოღალატედ გთვლიან. სოციალურ ქსელებში მოგწერეს თუ პირში გეუბნებიან?
- ზოგმა მომწერა. არიან ისეთებიც, რომლებიც თუ მეუბნებიან, რომ სწორად მოვიქეცი, სახეზე ეტყობათ, რომ გულწრფელები არ არიან. მთავარია, ახლობლებმა მხარი დამიჭირეს, ბიჭებმა,
- ზამთარში ინტერვიუში თქვით, რომ რუსეთის ნაკრებში კი გიხმეს, თუმცა ჯერ ვერ ჩამოყალიბდით.
- დიახ, მაგრამ როცა "ამკარიდან" ნაკრებში შეკრებაზე გამოვცხადდი, ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა. თუნდაც იმიტომ, რომ დავინახე, როგორ მიმიღეს. იგივე იგორ აკინფეევმა. პირველი შეკრებისას ბევრს მეხმარებოდა, მეუბნებოდა, არავინ დამეზოგა, საკუთარი თავი წარმომეჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ორ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია, ეს ძალიან დამეხმარა. წელიწადი გავიდა და ნათქვამი და გაკეთებული არასოდეს არ მინანია.
- მართალი გითხრათ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ, თქვენს არჩევანში დისკუსიისა და წყენის მიზეზს ვერ ვხედავ. რატომ უნდა გეთამაშათ საქართველოს ნაკრებში?
- მე არავისი არაფერი არ მმართებს. არჩევანი თავად გავაკეთე, არავისთვის არაფერი არ მიკითხავს. სიმართლეს გეტყვით, თვით მამასა და დედასაც არაფერი არ ვკითხე.