"შაპეკოენსეს" მეკარემ ამპუტირებული ფეხით ივარჯიშა

AutoSharing Option
ბრაზილიური "შაპეკოენსეს" მეკარე ჯეკსონ ფოლმანმა ავიაკატასტროფის შემდეგ, რომლის შედეგად ფეხი დაკარგა, ბურთით პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ერთი წლის წინ ბრაზილიური კლუბის თვითმფრინავმა კოლუმბიაში კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 77 ადამიანიდან მხოლოდ 6 გადარჩა, აქედან სამი ფეხბურთელი - ალან რუშელი, ნეტუ და ფოლმანი.

მეკარეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, მაგრამ მან კარიერის გაგრძელება და პარალიმპიადაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. ზაფხულში ის პროთეზით სარბენ ვარჯიშებს აკეთებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული