რონალდოს შვიდი "ოქროს ბურთი" და ამდენივე შვილი უნდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ as-ს თავისი მიზნები და ამოცანები გაუმხილა:

"ყველა ტურნირისა და ტროფეის მოგებას ვცდილობ. ახლა ჩემი ოცნება "ოქროს ბურთის" მეხუთედ მოგებაა, მომავალ წელს მეექვსედ და ა.შ.

მიხარია, რომ ამდენი ახლობელი ადამიანი და შვილები მახვევია თავს. ყველა ძალიან მიყვარს. მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. შვიდი "ოქროს ბურთი" და ამდენივე შვილი მინდა".

რონალდომ ამას წინათ, მეოთხე შვილის დაბადების წინ თქვა, რომ ოთხ შვილზე მეტი არ ეყოლება, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული