არგენტინელი საფეხბურთო ჩინოვნიკი მატარებელს შეუვარდა

AutoSharing Option
არგენტინელი საფეხბურთო ჩინოვნიკი ხორხე დელგონე და მისი ერთი თანამემამულე პროგრამაში ("ფეხბურთი ყველასათვის") მუშაობდნენ და ტელეტრანსლაციების უფლებების ერთი კომპანიისათვის უკანონოდ გაფორმებისათვის რამდენიმე მილიონი დოლარის ქრთამი აიღეს.

დელგონეს საქმე გასულ კვირას ნიუ-იორკში განიხილეს, ფიფას კორუფციულ მაქინაციებში დასდეს ბრალი და იმავე დღეს თავი მოიკლა - მატარებელს შეუვარდა.

ფიფას სკანდალში სულ 42 ჩინოვნიკია ბრალდებული. მალე სასამართლოს წინაშე წარდგებიან ბრაზილიის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი, ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხუან ანხელ ნაპუტი და პერუს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი მანუელ ბრაგა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარ გვერდიდან მაინც მოასჰორეთ ეს სურათი! ამ გვერდზე ბავშვებიც შემოდიან! ხომ არ გინდათ რომ კოშმარი დაესიზმროთ?
surattan_dakavshirebit
16:38 15-11-2017
0

სიახლეები პოპულარული