დიეგომ თავისი არგუმენტის დასამტკიცებლად "ალბისელესტეს" მწვრთნელების შედეგები მოიყვანა:
მარადონა (2008-10) - 18 მოგება, 0 ფრე, 6 წაგება, გამარჯვების პროცენტი 75. მარტინო - 19, 7, 3, 74%. საბელია - 26, 10, 5, 72%. ბიელსა - 42, 16, 10, 70.
"ვინ მოიპოვა ყველაზე მეტი გამარჯვება? მოდით, გამოვიტანოთ დასკვნები. აღშფოთებული ვარ, რადგან ისინი არცხვენენ ჩვენს ფეხბურთს. ბიჭები დამნაშავენი არ არიან. მინდა დაბრუნება", - დაწერა მარადონამ "ინსტაგრამზე".