მარადონას ისევ უნდა არგენტინის ნაკრების მწვრთნელობა

AutoSharing Option
დიეგო მარადონა თვლის, რომ არგენტინის ეროვნული გუნდი კვლავ უხეიროდ თამაშობს და ერთადერთი გამოსავალი მწვრთნელად მისი დანიშვნაა.

დიეგომ თავისი არგუმენტის დასამტკიცებლად "ალბისელესტეს" მწვრთნელების შედეგები მოიყვანა:

მარადონა (2008-10) - 18 მოგება, 0 ფრე, 6 წაგება, გამარჯვების პროცენტი 75. მარტინო - 19, 7, 3, 74%. საბელია - 26, 10, 5, 72%. ბიელსა - 42, 16, 10, 70.

"ვინ მოიპოვა ყველაზე მეტი გამარჯვება? მოდით, გამოვიტანოთ დასკვნები. აღშფოთებული ვარ, რადგან ისინი არცხვენენ ჩვენს ფეხბურთს. ბიჭები დამნაშავენი არ არიან. მინდა დაბრუნება", - დაწერა მარადონამ "ინსტაგრამზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული