ამხანაგური მატჩები: უხვგოლიანი თრილერი რუსეთი-ესპანეთის თამაშზე [VIDEO]

AutoSharing Option
14 ნოემბერს მსოფლიოს სტადიონებზე ამხანაგური მატჩები გაიმართა. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს რამდენიმე მათგანი იწვევდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა კიოლნში საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2.

მუნდიალის მასპინძელმა რუსეთმა და ესპანეთმა კი სანკტ-პეტერბურგში სამ-სამი გოლი გაუტანეს ერთმანეთს.

გამარჯვებული ვერც "უემბლიზე" ინგლისი-ბრაზილიისა (0:0) და ლეირიაში პორტუგალია-აშშ-ის (1:1) დაპირისპირებაში გამოვლინდა.


კრასნოდარში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც ნიგერიასთან საბოლოოდ 2:4 წააგო.

მუნდიალს მიღმა დარჩენილმა ჰოლანდიის ნაკრებმა კი სტუმრად ბუქარესტში ჯავრი რუმინეთის
ეროვნულ გუნდზე იყარა - 3:0.

რაც შეეხება სხვა მეტ-ნაკლებად საინტერესო მატჩებს, ბელგიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით შინ იაპონიას მოუგო (1:0), ავსტრიამ ვენაში ურუგვაის აჯობა (2:1), კოლუმბიელებმა კი ჩინეთში
გაისეირნეს - 4:0.


არგენტინა-ნიგერია 2:4
გოლები: 1:0 ბანეგა (27), 2:0 აგუერო (36), 1:2 იჰეანაჩო (44), 2:2 ივობი (52), 2:3 იდოვუ (54), 2:4 ივობი (73)
არგენტინა (3-3-3-1): მარკეზინი - მასკერანო, პეცელა, ოტამენდი - პერესი, ბანეგა, ლო სელსო (58. გომესი) - პავონი (77. პეროტი), დიბალა (63. ბელუსკი), დი მარია (76. რიგონი) - აგუერო (46. ბენედეტო)


რუსეთი-ესპანეთი 3:3
გოლები: 0:1 ალბა (9), 0:2 რამოსი (35-პენ), 1:2 სმოლოვი (41), 2:2 მირანჩუკი (51), 2:3 რამოსი (53-პენ), 3:3 სმოლოვი (70)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ნაჩო, პიკე, რამოსი (65. ვიტოლო), ალბა (46. მორენო) - ტიაგო (60. საული), ბუსკეტსი (58. დავიდ სილვა), ინიესტა (46. ილიარამენდი) - სუსო (46. კალიეხონი), როდრიგო, ასენსიო


გერმანია-საფრანგეთი 2:2
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (33), 1:1 ვერნერი (56), 1:2 ლაკაზეტი (71), 2:2 შტინდლი (90+3)
გერმანია (4-2-3-1): ტრაპი - ჩანი (83. შტინდლი), ზიულე, ჰუმელსი (46. რიუდიგერი), პლატენჰარდტი - ხედირა (75. რუდი), კროოსი - გიუნდოგანი (65. გიოტცე), იოზილი, დრაქსლერი - ვერნერი (85. ვაგნერი)
საფრანგეთი (4-3-3): მანდანდა - ჟალე (64. პავარი), უმტიტი, ვარანი, დინი (82. კურზავა) - ტოლისო, რაბიო, მატუიდი (64. ნზოზი) - მბაპე, ლაკაზეტი (76. გრიზმანი), მარსიალი


ინგლისი-ბრაზილია 0:0
ინგლისი (5-3-2): ჰარტი - უოლკერი, გომესი, სტოუნზი, მეგუაირი, ბერტრანდი (80. იანგი) - დაიერი, ლოფტუს-ჩიკი (36. ლინგარდი), ლივერმორი (90. როუზი) - ვარდი (75. სოლანკე), რაშფორდი (75. აბრაჰამი)
ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, რენატო აუგუსტო (68. ფერნანდინიო) - კოუტინიო (68. ვილიანი), ჟეზუში (76. ფირმინო), ნეიმარი